loader

რატომ ესვრიან მშობლები ყველის ნაჭრებს შვილებს, ვიდეოებს კი ინტერნეტში ათავსებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ ესვრიან მშობლები ყველის ნაჭრებს შვილებს, ვიდეოებს კი ინტერნეტში ათავსებენ

სოციალური ქსელების მომხმარებლებს ახალი გატაცება აქვთ - უკვე რამდენიმე დღეა "ყველის გამოწვევა" სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება. მშობლები აზიარებენ ვიდეოებს, სადაც ისინი მცირეწლოვან შვილებს სახეში მდნარი ყველის ნაჭრებს ესვრიან, შემდეგ კი ბავშვების რეაქციას აკვირდებიან.

"გამოწვევა" აშშ-ში დაიწყო. პირველი ვიდეო მიჩიგანელმა მამამ გააზიარა. იდეა სხვა შტატებშიც მოიწონეს და სულ მალე სოციალურ ქსელებში ასობით ვიდეო განთავსდა, სადაც ყველის ნაჭრის სროლისგან გაოგნებული ბავშვების სახეები ჩანს.

ცხადია, გამოწვევას მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა.