loader

რა დაემართა ოჯახს, რომელსაც სახლში უშველებელი ლომი ჰყავდა "მოშინაურებული" - "ნუ გეშინიათ, არ გიკბენთ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა დაემართა ოჯახს, რომელსაც სახლში უშველებელი ლომი ჰყავდა "მოშინაურებული" - "ნუ გეშინიათ, არ გიკბენთ"

ბერბეროვების ოჯახს მთელ საბჭოეთში იცნობდნენ. ისინი ქალაქ ბაქოში ცხოვრობდნენ. მათზე აქტიურად წერდნენ პრესაში, ტელევიზიითაც რამდენიმე სიუჟეტი გადაიცა. უპირველეს ყოვლისა, სახელი გაითქვეს იმით, რომ სახლში ჰყავდათ ლომი, სახელად "კინგი".

ქალაქ ბაქოში კომუნალურ ბინაში ბერბეროვების ოჯახს ჰყავდა რამდენიმე ცხოველი, მათ შორის, პუმა და ლომი.

ლომი, სახელად "კინგი", ბერბეროვებმა ოჯახში ზოოპარკიდან მოიყვანეს ჯერ კიდევ სულ პატარა მას შემდეგ, რაც ძუ ლომმა იგი მიატოვა. მტაცებელი საკმაოდ წყნარი იყო და არ ავლენდა აგრესიას ადამიანების მიმართ.

ბერბეროვების ოჯახის ისტორია მთელ საბჭოთა კავშირში გახდა ცნობილი. მათზე იღებდნენ ფილმებს, მეცნიერები დაკვირვებას აწარმოებდნენ. ლომმა მიიღო მონაწილეობა ცნობილ კომედიაში "იტალიელების საოცარი თავგადასავალი რუსეთში".

მალევე, ფილმის დასრულების შემდეგ, 1973 წელს ლომი "კინგი" მოკლულ იქნა ქუჩაში მილიციის ლეიტენანტ ალექსანდრ გუროვის მიერ.

გუროვის განცხადებით, ლომი ქუჩაში დაესხა თავს სტუდენტს, რის შემდეგაც მილიციელმა პისტოლეტის მთელი მაღაზია ზედ დააცალა.

თუმცა ამ ფაქტზე სხვა რეაგირება ჰქონდა ბერბეროვების ოჯახს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ლომი მხოლოდ ეთამაშებოდა სტუდენტს.

ლომის სიკვდილი მძიმედ გადაიტანა ბერბეროვების ოჯახმა. ამიტომ გადაწყვიტეს, ჰყოლოდათ სხვა ლომი. ბოკვერს "კინგი II" დაარქვეს.

1977 წელს მწერალმა იური იაკოვლევმა დაწერა ბავშვებისთვის წიგნი - "ლომი სახლიდან გავიდა", რომელიც ეკრანიზებულ იქნა. ფილმში "კინგი II" თამაშობდა.

ორი წლით ადრე იმავე იაკოვლევის სცენარით გადაღებულ იქნა ფილმი-ნოველა "მე მყავს ლომი", რომელშიც ბერბეროვების მთელი ოჯახი მონაწილეობდა.

1978 წელს ინფარქტისგან გარდაიცვალა ოჯახის უფროსი, არქიტექტორი ლევ ბერბეროვი. ამის შემდგომ ცოლს და შვილებს გაუჭირდათ ცხოველების შენახვა. ისინი აპირებდნენ ბერლინის ზოოპარკისთვის გადაეცათ "კინგი II", თუმცა, სამწუხაროდ, არ დასცალდათ.

1980 წლის 24 ნოემბერს ლომი დაერია ოჯახის წევრებს, მოკლა 14 წლის რომანი, ხოლო ოჯახის დიასახლის ნინას მძიმე ტრავმები მიაყენა. გოგონა ევა, საბედნიეროდ, იმ დროს სახლში არ იმყოფებოდა. მილიციას მეზობლებმა გამოუძახეს მას შემდეგ, რაც ლომის ღრიალი საკმაოდ აგრესიულად მოეჩვენათ. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა მოკლეს "კინგი II" და პუმა.

ამ მთელი საბჭოთა პიარ-შოუს პარალელურად იყვნენ ადამიანები, რომლებიც მკაცრად აკრიტიკებდნენ მტაცებელი ცხოველის სახლში ყოლას. ერთ-ერთი აქტიური კრიტიკოსი გახლდათ ცნობილი ჟურნალისტი ვასილ პესკოვი.