loader

27 წლის ქველმოქმედი გოგონა ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის - ანას საზოგადოების დახმარება სჭირდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

27 წლის ქველმოქმედი გოგონა ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის - ანას საზოგადოების დახმარება სჭირდება

უკვე მრავალი წელია ანა სააკაძე იცავს ცხოველების უფლებებს, ეხმარება მიუსაფარ ძაღლებს, მონაწილეობას იღებს უამრავ საქველმოქმედო აქტივობაში, მათ შორის დიდი წვილილი აქვს შეტანილი აქციაში  "ჩვენი #თუთასთვის".
"მოკლედ რომ ვთქვათ, გამუდმებით ცდილობს შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ.
ამ წლის დასაწყისში, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ანას აქვს ავთვისებიანი სიმსივნე (დისგერმინომა).
ანას ოჯახმა საკუთარი სახსრებით შეძლო გამკლავებოდა საწყის ეტაპს - კვლევებსა და ოპერაციას, მაგრამ მას სასწრაფოდ ესაჭიროება თანხა შემდეგი ეტაპისთვის - ბიოფსიისა და ქიმიოთერაპიისთვის.
ამჟამად დაახლოებით საჭიროა 15.000$, რაც ელვისებური სისწრაფით უნდა მოვაგროვოთ!
ამ რთულ ბრძოლაში მას ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება", - წერენ მეგობრები სოციალურ ქსელში.

თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:

საქართველოს ბანკი:
GE13BG0000000046928400

თიბისი:
GE49TB7585245061100035

მიმღები: ანა სააკაძე