loader

ვრცელდება სკანდალური კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ სცემს დედა 3 წლის გოგონას, რომელიც ფოტოსესიებით დაიღალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება სკანდალური კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ სცემს დედა 3 წლის გოგონას, რომელიც ფოტოსესიებით დაიღალა

ჩინეთში სერიოზული სკანდალი აგორდა, რომელიც უკვე გასცდა ჩინეთის ფარგლებს. 3 წლის ნიუ ნიუ, ცნობილი მოდელი, რომელსაც ონლაინშოპინგისთვის აპოზიორებდნენ ხოლმე, როგორც აღმოჩნდა, მუდმივი ძალადობის მსხვერპლი იყო.

ინტერნეტში გავრცელდა რამდენიმე კადრი, თუ როგორ სცემს დედა 3 წლის გოგონას, რომელიც დაიღალა გამუდმებული ფოტოსესიებითა და პოზირებით. ვიდეოს უკვე 360 მილიონზე მეტი ნახვა აქვს სოციალურ ქსელში და ყველა ერთხმად კიცხავს დედას, რომელიც პატარა გოგონას ისედაც ექსპლუატაციას უწევს, მის ხარჯზე საკმაო ფულს შოულობს და თანაც, ასეთი სადისტური მეთოდებით.