loader

მოსკოვში ახალგაზრდა სამტრედიელი "კანონიერი ქურდი" დააკავეს - რას პასუხობს "როკო" პოლიციის კითხვას, არის თუ არა "კანონიერი ქურდი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსკოვში ახალგაზრდა სამტრედიელი "კანონიერი ქურდი" დააკავეს - რას პასუხობს "როკო" პოლიციის კითხვას, არის თუ არა "კანონიერი ქურდი"

მოსკოვში პოლიციამ ცნობილი "კრიმინალური ავტორიტეტი" შალვა ხუჭუა დააკავა, რომელიც ცნობილია მეტსახელით "როკო".
გამოცემა "მაშის" ცნობით, სამტრედიელ 36 წლის "კანონიერ ქურდს" ნარკოტიკული საშუალებები აღმოუჩინეს. 
მის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლით ("უკანონო შეძენა, შენახვა, ტრანსპორტირება, წარმოება, ნარკოტიკული საშუალებების დამუშავება").

დაკითხვისას, სამართალდამცველების კითხვაზე - "ხართ თუ არა კანონიერი ქურდი?", ხუჭუამ პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. 

"როკო" ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა მოქმედ "კანონიერ ქურდად" მიიჩნევა. მას 2001 წელს, 18 წლის ასაკში, "ყველა ავტორიტეტის ავტორიტეტის" ტიტული მიანიჭეს. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინიციატივით, სახელმწიფო დუმის მიერ მიღებული ახალი კანონის თანახმად, კრიმინალური დაჯგუფებების იერარქიაში უზენაესი თანამდებობის დაკავების შესახებ სასჯელი 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.