loader

"13 მაისი არ უყვარდა... დღეს, როცა ახალი ცხოვრება მაქვს, ბედნიერი ვარ, რომ..." - განო მელითაური - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"13 მაისი არ უყვარდა... დღეს, როცა ახალი ცხოვრება მაქვს, ბედნიერი ვარ, რომ..." - განო მელითაური

სოციალურ ქსელში განო მელითაური დაღუპულ მეუღლეს, მსახიობ კოტე თოლორდავას ემოციურ პოსტს უძღვნის.

"13 მაისი არ უყვარდა არასდროს... სულ ამბობდა, ფინალს ვუახლოვდებიო... მოსწონდა, როგორც ვწერდი, იმდენად, საკუთარ დაბადების დღეზე თითო ლექსს მიწერდა და ბალიშზე მიტოვებდა... ძალიან მკაცრად არ შემიფასო, ერთ-ერთ წრეზე მაინც დაგეწევიო. სიყვარული იყო და 3 დიდი სიყვარული დამიტოვა, კიდევ ბევრი ღირებულება დანკომ. ვერ დაეტია ცისფერ ბურთში მისი ენერგია და იქ წავიდა, სადაც დრო და მატერია არაფერს ნიშნავს. იქ ერთი დიიიიიიდი სივრცეა სიყვარულისთვის და ამ სიყვარულს არც ფორმები აქვს, არც სტატუსები, ერთი მთლიანია. მარადისობას შეუერთდა და იქიდან მფარველობს ჩვენს ათინათებს!

დღეს, როცა ახალი ცხოვრება მაქვს, სადაც ისევ სიყვარულია, ბედნიერი ვარ, რომ ვიცნობდი დანკოს" - წერს მელითაური.