loader

მეგობრის მიერ გაგზავნილი ფოტოთი ქმარმა ცოლი ღალატში გამოიჭირა; გაინტერესებთ, რა ხერხს მიმართა მამაკაცმა? - "თავხედურად მოვიქეცი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეგობრის მიერ გაგზავნილი ფოტოთი ქმარმა ცოლი ღალატში გამოიჭირა; გაინტერესებთ, რა ხერხს მიმართა მამაკაცმა? - "თავხედურად მოვიქეცი"

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღალატე ქალი მეუღლემ მხოლოდ ერთი ფოტოს საშუალებით გამოააშკარავა. ქმარი ავღანეთში მისიებზე მოგზაურობდა და ყოველთვის ჰქონდა იმის ეჭვი, რომ მეუღლე მას ღალატობდა. მამაკაცმა თავის მეგობარს გასაჭირის შესახებ უამბო და სთხოვა ცოლთან მოულოდნელი სტუმრობა.

მცირედი ყოყმანის შემდეგ მამაკაცის მეგობარმა დახმარება გადაწყვიტა. როგორც მისმა ძმობილმა სთხოვა, მოულოდნელად მიადგა მისი ცოლის სახლს და პირდაპირ საძინებელში ავიდა...

მოღალატე ცოლმა მოახერხა თავისი შავკანიანი "საიდუმლო სიყვარულის" საწოლის ქვეშ გადამალვა, მაგრამ მოულოდნელმა სტუმარმა ფოტოების გადაღება მაინც მოახერხა. სტუმარმა აღშფოთებულ ქალბატონს სიტუაცია აუხსნა: "ძალიან გთხოვთ, მაპატიეთ! თავხედურად მოვიქეცი... მაგრამ თქვენს მეუღლეს წუხელ ცუდად დაესიზმრეთ. მან მთხოვა, სასწრაფოდ შემემოწმებინა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ახლა მეც დავრწმუნდი, რომ კარგად ხართ და მასაც დავარწმუნებ... ამ ფოტოებსაც ვაჩვენებ!"

როდესაც მამაკაცმა ფოტოები შეათვალიერა, შემთხვევით შენიშნა შავკანიანი მამაკაცის ხელი, რომელიც საწოლის ქვეშ მოჩანდა. მეორე დილას ცოლის გაუფრთხილებლად სასამართლოში განქორწინების შესახებ საჩივარი შეიტანა და მალევე დასცილდა მეუღლეს.