loader

რუსული არხის სიუჟეტი საქართველოზე, რომელსაც საქართველოში აღშფოთება მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსული არხის სიუჟეტი საქართველოზე, რომელსაც საქართველოში აღშფოთება მოჰყვა

რუ­სუ­ლი ენა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის 10 წლის წინ თით­ქმის მოკ­ვდა, თუმ­ცა ეკო­ნო­მი­კამ ის კვლავ გა­ა­ცო­ცხლა - ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნია "რო­სია 1"-ის ეთერ­ში გა­სულ სი­უ­ჟეტ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

ჟურ­ნა­ლის­ტი მაქ­სიმ კი­სი­ლიო­ვი ორი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ულ, კულ­ტუ­რულ და რე­ლი­გი­ურ კავ­ში­რებს უს­ვამს ხაზს. ის ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ უფრო იზ­რდე­ბა რუ­სულ ენა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­თა რა­ო­დე­ნო­ბა, რუსი ინ­ვეს­ტო­რე­ბი კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ქო­ნე­ბის შე­სა­ძე­ნად მეტ ფულს ხარ­ჯა­ვენ, ვიდ­რე თურ­ქე­ბი ანდა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მი­დან ორი ტუ­რის­ტი რუ­სუ­ლად სა­უბ­რობს, მე­ნი­უ­ე­ბი კი თით­ქმის ყვე­ლა რეს­ტო­რან­ში რუ­სულ ენა­ზეა.

კი­სი­ლი­ო­ვის ნათ­ქვამს ადას­ტუ­რებს თბი­ლის­ში ერთ-ერთი სას­ტუმ­როს მფლო­ბე­ლიც - მა­რია სა­პონ­ჯი­ა­ნი ამ­ბობს, რომ 3 წლის წინ, რო­დე­საც სას­ტუმ­როს აშე­ნებ­დნენ, რუ­სუ­ლი ენა არ იყო ასე­თი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, ახლა კი ბევ­რად მეტი სა­უბ­რობს და მათ­თვის, ვინც რუ­სუ­ლი ენა იცის, სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნა უფრო ად­ვი­ლია.

რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გრი­ბო­ე­დო­ვის სა­ხე­ლო­ბის რუ­სუ­ლი თე­ატ­რი კვლავ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და ახა­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბის­თვი­საც ემ­ზა­დე­ბა.

"მსურს, მა­ყუ­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ჩვენს სპექ­ტაკ­ლებს ეს­წრე­ბა, ეზი­ა­როს რუ­სულ კულ­ტუ­რას", - ამ­ბობს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას­თან თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი ავ­თან­დილ ვარ­სი­მაშ­ვი­ლი.

კი­სი­ლი­ო­ვი, ასე­ვე, სა­უბ­რობს რუსი მე­ფის­ნაც­ვლის, მი­ხე­ილ ვო­რონ­ცო­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზეც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის­თვის - ჟურ­ნა­ლის­ტის მტკი­ცე­ბით, ქარ­თუ­ლი ღვი­ნის წარ­მო­ე­ბა სწო­რედ ვო­რონ­ცო­ვის მოღ­ვა­წე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში გა­ი­ზარ­და, ქარ­თუ­ლი ჩაი კი, რომ არა მე­ფის­ნაც­ვა­ლი, სა­ერ­თოდ არ იარ­სე­ბებ­და.

ჟურ­ნა­ლის­ტი ამ­ბობს, რომ რუ­სულ არ­მი­ას დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ჩაი სჭირ­დე­ბო­და, სა­ზღვარ­გა­რეთ შე­ძე­ნა რთუ­ლი იყო, ამი­ტომ გა­და­წყვი­ტეს, იმ­პე­რი­ის ფარ­გლებ­ში გა­ე­შე­ნე­ბი­ნათ პლან­ტა­ცი­ე­ბი. კი­სი­ლი­ო­ვის თქმით, სწო­რედ ვო­რონ­ცო­ვის გან­კარ­გუ­ლე­ბით დარ­გეს ჩაის პირ­ვე­ლი 200 ბუჩ­ქი გუ­რი­ა­ში, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სა­ქარ­თვე­ლო საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ჩაის მო­ნო­პო­ლის­ტი იყო.

"ახლა კი ქარ­თუ­ლი ჩაი შიდა ბა­ზარ­ზე მხო­ლოდ 20%-ს იკა­ვებს", - აღ­ნიშ­ნავს კი­სი­ლი­ო­ვი.

რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბად აფა­სებს სი­უ­ჟე­ტის ავ­ტო­რი ფაქტსაც, რომ უნი­კა­ლუ­რი ის­ტო­რი­უ­ლი ძეგლი ვარ­ძია, სა­დაც თა­მარ მეფე ლო­ცუ­ლობ­და, სა­ქარ­თვე­ლოს და­უბ­რუნ­და.

რუ­სულ არხზე გა­სულ სი­უ­ჟეტს "ფე­ის­ბუქ­ზე" მწვა­ვე რე­აქ­ცია მოჰ­ყვა, ქარ­თვე­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი კი­სი­ლი­ო­ვის რე­პორ­ტაჟს რუ­სულ პრო­პა­გან­დას უწო­დე­ბენ.

ცნო­ბი­ლი სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის­თვის სი­უ­ჟე­ტის გა­და­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ უნდა მი­ე­ცათ.

"ვერ ხვდე­ბით, რომ რუ­სეთ­ში ხართ? ეს ყვე­ლა­ფე­რი დიდი ნი­ღა­ბია. სა­ქარ­თვე­ლო მი­ის­წრაფ­ვის ევ­რო­პის­კენ და სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი ენა ისე დო­მი­ნი­რებს, რომ სამ­სა­ხურ­საც ვერ შო­უ­ლობ!! რად­გან ისი­ნი ასი­ა­მოვ­ნო, უნდა იცო­დე რუ­სუ­ლი!! რო­მელ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­შია ასე? თქვე­ნი აზ­რით, რუ­სე­ბი ევ­რო­პა­ში არ მოგ­ზა­უ­რო­ბენ?" - ნიკა ბა­ცი­კა­ძე.

"ამათ­თან ომი ჯერ სა­კუ­თა­რი თა­ვი­დან და­ვი­წყოთ და "პრი­ვეტ" და "ზდა­რო­ვა" ჩვე­ნი სა­სა­უბ­რო ლექ­სი­კო­ნი­დან გა­ვაქ­როთ!" - ნიკა ბიგ­დი­კა­ძე.