loader

ინდოეთში ბიჭს საოცნებო ქორწილი გადაუხადეს, პატარძლის გარეშე - ზუსტად ისეთი ცერემონია, როგორიც მის ბიძაშვილს ჰქონდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინდოეთში ბიჭს საოცნებო ქორწილი გადაუხადეს, პატარძლის გარეშე - ზუსტად ისეთი ცერემონია, როგორიც მის ბიძაშვილს ჰქონდა

აჯა ბაროტის ერთადერთი ოცნება დიდებული ქორწილი იყო. 27 წლის ასაკში მან ოჯახს სთხოვა, ზუსტად ისეთი ქორწილი გაეკეთებინათ მისთვის, როგორიც ბიძაშვილს ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ აჯას ოცნება ასრულდა და მან მიიღო მდიდრული ქორწილი, ცერემონიას ერთი დეტალი აკლდა - პატარძალი.

ბაროტის ოჯახმა გადაწყვიტა, აჯას ოცნება რეალობად ექცია, მაგრამ მისთვის შესაფერისი წყვილი ვერ იპოვეს, რადგან აჯას დასწავლის უნარი აქვს დაქვეითებული. უპატარძლო ქორწილი ოჯახმა ყველა გუჯარათული ტრადიციისა და რიტუალის დაცვით ჩაატარა.

აჯას მამა ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აჯას მეორე ნახევარი ვერ შეურჩიეს, მთავარი ის თანადგომა და მხარდაჭერა იყო, რაც მთელი ოჯახისგან იგრძნო. აღარაფერს აქვს მნიშვნელობა, არც საზოგადოებრივ აზრს, როცა აჯა ასეთი ბედნიერია.