loader

"მთლად დაიღუპა თავი, ჩამოალაბორანტებენ" - დაპირისპირება რომან გოცირიძესა და რობერტო მავანს შორის (დეპუტატის მობილურით გადაღებული კადრები) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მთლად დაიღუპა თავი, ჩამოალაბორანტებენ" - დაპირისპირება რომან გოცირიძესა და რობერტო მავანს შორის (დეპუტატის მობილურით გადაღებული კადრები)

რომან გოცირიძესთან ინტერვიუს აღებისას რობერტო მავანი თავადაც იქცა რესპონდენტად. დეპუტატმა გადაწყვიტა, მობილური ტელეფონით გადაეღო ინტერვიუს პროცესი. გადაღებული ვიდეოჩანაწერი ორ ნაწილად გამოაქვეყნა "ფეისბუქზე".

"როდესაც მოგადგებიან "ჩამჭრელი" კითხვებით, მერე დაგიმონტაჟებენ საუბარს და ბრიყვად გამოგიყვანენ, ამის საწინააღმდეგოდ არსებობს ერთადერთი მეთოდი - ჩაწერო პარალელურად და მერე შეადარო, არის თუ არა სწორად ასახული "რეალობა", - დაწერა გოცირიძემ "ფეისბუქზე".

სულ ცოტა ხანში მან მეორე ვიდეოც ატვირთა თანდართული ტექსტით:

"გთავაზობთ მეორე სერიას. ეს "ჟურნალისტი", როგორც ჩანს, ვერ დარჩა კმაყოფილი თავისი პირველი ინტერვიუთი, ჩამისაფრდა და მოინდომა რევანშის აღება. მგონი, მთლად დაიღუპა თავი."