"99 პროცენტი ასე ხამობს და შენც ხომ არ ჩამორჩები?!" - რას პასუხობს კრიტიკას სალომე ღვინიაშვილი
11:09 / 04-06-2019
სალომემ ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ.
"ჭკუაზე არ ხარ, რა. კი, დეკოლტეც ლამაზია და შენც კარგად გამოიყურები, მარა სასაცილოა, რომ ტელეფონს არ აგდებ ხელიდან, იმის მაგივრად, რომ დრო გაატარო... მარტო გადაღებებისთვის რომ გსიამოვნებთ, რომ იპოზიორო, არიქა, ხალხს ანახო, რა მაგარ პონტში ხარ... ცოტა გარემოებაც შეირგეთ რა... პრინციპში 99% აი ესე ხამობს და მარტო პოზირებს, და შენც ხომ არ ჩამორჩები არა...", - დაუწერა სალომეს ერთ-ერთმა ადამიანმა.
კომენტარს მოდელიც გამოეხმაურა და მას ასეთი პასუხი გასცა: "სამსახური მაქვს ასეთი. დროსაც არაჩვეულებრივად ვატარებ".