loader

რა ხდება რუსთავში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება რუსთავში

"ინფო რუსთავის" მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ რუსთავს კალიები შეესია. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსის, მირანგულა ლიპარტელიანის განცხადებით, რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე კალიების გავრცელებასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს. როგორც ლიპარტელიანმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, რეგიონის მასშტაბით სურსათის ეროვნული სააგენტო, საკარანტინო მავნებლების გავრცელების რისკის შეფასებიდან გამომდინარე, სისტემატურად ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს, კერძოდ, კალიების საწინააღმდეგო სპეციალური პრეპარატით იწამლება ის ტერიტორიები, სადაც მოსახლეობა არ მოძრაობს და არ არის საქონლის გადასარეკი სპეციალური ტრასები.