loader

როგორ დაემშვიდობა 106-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი მოსწავლეებს, რომელიც ინტერნეტში განხილვის თემად იქცა - "ეს მოსაწონია?! ალბათ, მე ძალიან ჩამოვრჩი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ დაემშვიდობა 106-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი მოსწავლეებს, რომელიც ინტერნეტში განხილვის თემად იქცა - "ეს მოსაწონია?! ალბათ, მე ძალიან ჩამოვრჩი"

"ფეისბუქზე" თბილისის 106-ე საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა ნონა ყაჯრიშვილმა გაავრცელა ვიდეო, რომელმაც ინტერნეტსივრცე მოიცვა.

პედაგოგმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ საკუთარ ვიდეოს ბედნიერი ზაფხული დაარქვა.
როგორც mshoblebi.ge-სთან საუბარში მასწავლებელი აღნიშნავს, მისი მიზანი ბავშვების გამხიარულება იყო. ჩვენს კითხვაზე, თუ რა რეაქცია ჰქონდა სკოლის ადმინისტრაციას მის ამ ჟესტზე, გვპასუხობს:

"იციან, რომ მხიარული ადამიანი ვარ. სწავლების ბოლო დღეა და ვიფიქრე, მხიარულად დავემშვიდობები ჩემს ბავშვებს-მეთქი. თან იმ ვერსიას გავაჯავრე, "გუგლის" რომ დაიდო ინტერნეტში. 18 წელია ინგლისურს ვასწავლი."