loader

პოლიციამ ატირებული ახალშობილი გოგონა იპოვა - სამართალდამცველები დედის ვინაობის დადგენას ცდილობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიციამ ატირებული ახალშობილი გოგონა იპოვა - სამართალდამცველები დედის ვინაობის დადგენას ცდილობენ

ჯორჯიის შტატში ახალშობილი გოგონა მინდორში მიტოვებული იპოვეს. 7 ივნისს მისი ტირილის ხმა ადგილობრივ მცხოვრებლებს შემოესმათ. ისინი პოლიციას დაუკავშირდნენ.

ახალშობილი გოგონას აღმოჩენის ამსახველი კადრები პოლიციამ გუშინ გაასაჯაროვა. სამართალდამცველები დედის ვინაობის დადგენას ცდილობენ.

ბავშვი ჯორჯიის შტატის ოჯახისა და ბავშვთა მომსახურების ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მას სათანადო დახმარებას აღმოუჩენენ.