loader

"სამუდამოდ წავშალე ჩემი ცხოვრებიდან, აღარაფერს ვგრძნობ" - რას ჰყვება ქალი, რომელსაც ქმარმა ხელის მტევანი მოაჭრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სამუდამოდ წავშალე ჩემი ცხოვრებიდან, აღარაფერს ვგრძნობ" - რას ჰყვება ქალი, რომელსაც ქმარმა ხელის მტევანი მოაჭრა

მარგარიტა 2012 წელს გათხოვდა. ეყოლა ორი შვილი. 2017 წლის ზაფხულისთვის წყვილის ერთობლივი ცხოვრება აუტანელი გახდა. გოგონამ გადაწყვიტა, რომ ასე გაგარძელება აღარ შეიძლებოდა და ქმართან გაშორება გადაწყვიტა.

ამის შემდეგ მისი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა. 

როდესაც ჩემმა ქმარმა გაიგო, რომ განქორწინების თაობაზე განცხადება ოფიციალურად შევიტანე გადაირია, მცემა, მთელი ტანსაცმელი და კოსმეტიკა გამინადგურა. რაღაც მომენტში მამაკაცმა დათმო პოზიცია, სახლიდანაც კი წავიდა და მხოლოდ ბავშვებთან ურთიერთობდა. თუმცა შემდეგ მეუღლე იძულებით წაიყვანა ტყეში და დანით ემუქრებოდა. გოგონამ ქმარს პოლიციაში უჩივლა, თუმცა საჩივარს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ერთი თვის შემდეგ კი მარგარიტას ნამდვილი კოშმარი გადახდა თავს - ქმარმა ცოლს მარჯვენა ხელის მტევანი მოკვეთა და შემდეგ თავადვე მიიყვანა საავადმყოფოში.

სასამართლომ სადისტ ქმარს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.