loader

როგორ მოიქცნენ წამყვანები მიწისძვრის დროს პირდაპირ ეთერში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ მოიქცნენ წამყვანები მიწისძვრის დროს პირდაპირ ეთერში

აშშ-ში, კალიფორნიის სამხრეთში 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეს ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა ბოლო 20 წლის განმავლობაში. მიწისძვრის შედეგად დაზიანდა შენობების ნაწილი. გაზის მილების დაზიანების შედეგად ხანძარი გაჩნდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მომხდარის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი. ბიძგები იგრძნობოდა ნევადას შტატის ქალაქ ლას-ვეგასიდან ლოს-ანჯელესამდე - წყნარი ოკეანის სანაპირომდე.

ასევე ძლიერი იყო 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა, რომელიც კალიფორნიაში რამდენიმე დღის წინ მოხდა.

CBS Los Angeles-ის ახალი ამბების წამყვანები ხუან ფერნანდესსა და სარა დონჩს იმ დროს პირდაპირ ეთერში მიჰყავდათ გამოშვება, როცა ძლიერი ბიძგები დაიწყო.

მათ მაყურებელს სიმშვიდისკენ მოუწოდეს და განაცხადეს, რომ ბიძგები სტუდიაშიც იგრძნობოდა.

სტიქიით შეშინებული წამყვანი მაგიდის ქვეშ შეძვრა.