loader

ჩეჩნეთში თვითმფრინავი სახლს დაეცა, რომელშიც დედა 2 მცირეწლოვანთან ერთად იმყოფებოდა - კადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩეჩნეთში თვითმფრინავი სახლს დაეცა, რომელშიც დედა 2 მცირეწლოვანთან ერთად იმყოფებოდა - კადრები შემთხვევის ადგილიდან

ჩეჩნეთში მცირე ზომის თვითმფრინავი „ან-2“ საცხოვრებელ სახლს დაეცა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა. ინციდენტი დასახლებულ პუნქტ ნოვოშჩედრინსკაიაში მოხდა. თვითმფრინავი აფრენისას ელექტროგადამცემ ხაზებს წამოედო. ამის გამო ოთხი სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

შემთხვევის შედეგად მფრინავი დაშავდა, მას ლავიწის ძვალი აქვს გატეხილი. სახლში მცხოვრები სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წინასწარი მონაცემებით, კატასტროფის მიზეზი უსაფრთხოების წესების დარღვევა გახდა. თვითმფრინავი დაღესტნის მკვიდრს ეკუთვნის.