loader

კოღოს ნაკბენთან ბრძოლის რამდენიმე ეფექტური მეთოდი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კოღოს ნაკბენთან ბრძოლის რამდენიმე ეფექტური მეთოდი

კოღოს ნაკბენს ახასიათებს ქავილი და ხშირად სწორედ ქავილი ხდება ინფექციების შეჭრის, ნაკბენის გაღიზიანების და დიდხანს მოუშუშებლობის მიზეზი. ამიტომ აუცილებელია ქავილისგან თავის შეკავება. ქავილის მოხსნის მიზნით კარგია ნაკბენის მრავალჯერადი გაწმენდა სოდიანი ხსნარით. ასევე უნდა მოხდეს ნაკბენის დამუშავება - სპირტით, კალენდულას ნაყენით, ან რომელიმე სხვა ანტიჰისტამინური საშუალებით, ნაკბენ ადგილზე უნდა დაიდოთ რაიმე ცივი - ცივი ხსნის ქავილს და აცხრობს შეშუპებას.შეიძლება ანტიჰისტამინური საშუალების დალევა. ეს იქნება ალერგიული რეაქციის პროფილაქტიკა.აუცილებლად წაისვით ნაკბენზე ბრილიანტის მწვანე.

თუ კოღოს ნაკბენი ადგილი ძლიერ შეშუპდა და გაწითლდა, მაშინ აუცილებელია ალერგოლოგთან დროული ვიზიტი. რაც შეეხება პროფილაქტიკას, კოღოებისგან თავის დასაღწევად არსებობს ეთერზეთები - საკმარისია 1 წვეთი დაიწვეთოტ ჩასაცმელზე - ეს სურნელი კოღოებს აფრთხობს, თუმცა გასათვალისწინებელია ალერგიული რეაქცია არ გქონდეთ აღნიშნულ საშუალებებზე, ასევე მრავალი კრემი და ლოსიონია, რომლის შერჩევაში ფარმაცევტები დაგეხმარებიან.