loader

უსასტიკესი და უმძიმესი კადრები - ორი პოლიციელი მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდა, კადრები თვითმხილველმა გადაიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უსასტიკესი და უმძიმესი კადრები - ორი პოლიციელი მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდა, კადრები თვითმხილველმა გადაიღო

ლონდონის პოლიციის ოფიცრებს სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებენ. სოციალურ მედიაში სწრაფად გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბრიტანეთის დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩაში ახალგაზრდა მამაკაცს ორი პოლიციელი ფიზიკურად უსწორდება.

როგორც ვიდეოს ავტორი და თვითმხილველები აცხადებენ, აღნიშნული მამაკაცი თავის ცოლთან და ორ შვილთან ერთად იყო და საკუთარი ავტომობილი პარკინკზე დააყენა. პოლიცია მას მიუახლოვდა და მანქანის გადაყენება მოსთხოვა, რადგან ოფიცრების განცხადებით, მამაკაცს ამ კონკრეტულ ადგილას ავტომობილის დაყენების უფლება არ ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქემ ოფიცრებს შესაბამისი საბუთები წარუდგინა, პოლიციამ მისი დაკავება სცადა. მამაკაცმა მათ წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც მას პოლიციის ოფიცრებმა ისე სცემეს, რომ იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.