X
"არც ამ დღის სახელს ვამბობ და არც ადგილს, არაფერს ვცნობ" - გოგიჩას მეუღლე ემოციურ პოსტს აქვეყნებს
12:15 / 12-08-2019
გოგიჩას მეუღლე ემოციურ პოსტს აქვეყნებს: "ვიკრიბებით ...არც ამ დღის სახელს ვამბობ და არც ადგილს, იმიტომ, რომ არაფერს ვცნობ! არც უშენობას ვცნობ, უბრალოდ არ ვიცი, სად ხარ და იცი შენ, რომ ასეთ დროსაც არასდროს დამირეკავს შენთვის ,,სად ხარ" , ან ,, როდის მოხვალ-თქო"... ჰოდა, ასეა, ახლაც...

სათაურები არ ცვლის გარემოებას, არცერთი არ ვგიჟდებოდით ,,ხელშესახებზე", სამაგიეროდ, გვქონდა ყველაზე მეტი და მარტო ჩვენი, ერთგული მეგობრები, ჩვენი სასაუბრო ენა, რომელიც მარტო ჩვენ გვესმოდა, თამაში, რომელიც მარტო ჩვენ ვიცოდით, ...ტკივილიც, რომელიც მარტო ჩვენ შევძელით დღესასწაულად გვექცია, მე შენთვის ვცეკვავდი, ვმღეროდი, თან არცერთი რომ არ გამომდის, მაგრამ შენ გიხაროდა და მეც მიხაროდა. ასე ვიგებდით ამ ჩუმ ბრძოლაში თითო დღეს... და არც მაშინ ვცნობდი, რომ ის მოგებული დღე იმავდროულად წაგებაც იყო...

არ დამთავრებულა, თუ ისევ განიცდიო... ისევ გესაუბრები და ისევ ისე მიყვარხარ. როგორც კი უცებ უშენობის შემეშინდება, მაშინვე უეცრად სიყვარულის დიდი ტალღა მოდის და ვგრძნობ და ზუსტად ვიცი, რომ შენ მიგზავნი სხვისი გულით ამ ულევ სითბოს... როგორი ხარ... ყველგან ხარ და აბა რანაირად დავიჯერო, რომ შენ...... მიყვარხარ და იცოდე, არ ვცნობ სხვა რეალობას ...სახლში ახალი სათამაშო გაქვს, ზუსტად ვიცი, რომ იცი და გაგიხარდა ...კიდევ გაგახარებთ შენ. არ მოიწყინო კარგიი პრრრუუუ. ცამდე მიყვარხარ, ყველაფერი შენით გაიჟღინთა, იმდენი სიყვარული დატოვე!!! მადლობა თქვენ, მეგობრებო, ყველა თქვენგანს წამის მეასედისთვისაც, რომელიც ამ სიკეთის სიცოცხლისთვის გვაჩუქეთ ...არ მოიწყინოო პრუუუუ, მანდაც ხომ ბევრი სიკეთის ადამიანი დაგხვდა...".
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
"არაფერი არ მიცხოვრია, განადურებული ვარ" - რას ჰყვება 22 წლის ხაშურელი ქალი, რომელმაც ტყუპი გოგონა გააჩინა, შინ დაბრუნებულს კი მეუღლე გარდაცვლილი დახვდა
ვინ არის ქართველი მხატვარი, რომელმაც კოსმოსში გამოფენა მოაწყო - ნახეთ უნიკალური ვიდეომასალა სტრატოსფეროდან
ჩხუბი და დასისხლიანებული მონაწილეები რუსულ არხზე - პოლიციამ სტუდიაშივე დააკავა მამაკაცი, რომელსაც 14 წლის გოგონას შეცდენას აბრალებენ