loader

დღის კადრი: როგორ მიაცილებს პოლიცია პატარა მძღოლს "ფორსაჟის" გადასაღებ მოედანზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დღის კადრი: როგორ მიაცილებს პოლიცია პატარა მძღოლს "ფორსაჟის" გადასაღებ მოედანზე

დღე­ი­დან თბი­ლის­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი მძაფრ­სი­უ­ჟე­ტი­ა­ნი ფილ­მის - "ფორ­სა­ჟის" მე­ცხრე სე­რი­ის გა­და­ღე­ბა და­ი­წყო. ფილ­მის ბოლო ათი წუ­თის მას­შტა­ბური გა­და­ღე­ბები დე­და­ქა­ლაქ­სა და მის შე­მო­გა­რენ­ში 19 აგ­ვის­ტო­დან 20 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით გა­ი­მარ­თე­ბა.

ფილმში დე­და­ქა­ლა­ქი მა­სი­ურ სარ­ბო­ლო სცე­ნის ად­გი­ლად იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რის­თვი­საც თბი­ლი­სი­სა და რუს­თა­ვის რამ­დე­ნი­მე ქუჩა პე­რი­ო­დუ­ლად გა­და­ი­კე­ტე­ბა.

დღე­ვან­დე­ლი გა­და­ღე­ბა ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­დაც დი­ლი­დან გა­და­კე­ტი­ლია ტე­რი­ტო­რია და იქ მხო­ლოდ გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის და "სუ­პერ­ქა­რე­ბის" გა­და­ად­გი­ლე­ბაა დაშ­ვე­ბუ­ლი. მან­ქა­ნებს შო­რის ერთ-ერ­თია უახ­ლე­სი Toyota Supra, რო­მე­ლიც ფილ­მის მთა­ვა­რი მშვე­ნე­ბა იქ­ნე­ბა.

ცოტა ხნის წინ "ფე­ის­ბუქ­ზე" ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბი მო­ედ­ნი­დან ფოტო და ვი­დე­ო­კად­რე­ბი გავ­რცელ­და, რო­მელ­საც ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის და­დე­ბი­თი რე­აქ­ცი­ა მოჰყ­ვა. კად­რებ­ში ჩანს, თუ რო­გორ მი­ა­ცი­ლებს დაც­ვის პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნა პა­ტა­რა "მძღოლ" გო­გო­ნას და­ცა­რი­ე­ლე­ბულ ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე.