loader

"მოჩვენებებზე მონადირემ" გადაიღო მითიური არსება, რომელიც, ადგილობრივების თქმით, სასაფლაოზე ცხოვრობს და ადამიანებს აშინებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოჩვენებებზე მონადირემ" გადაიღო მითიური არსება, რომელიც, ადგილობრივების თქმით, სასაფლაოზე ცხოვრობს და ადამიანებს აშინებს

ბრიტანელმა მარკ დევისმა, რომელიც საკუთარ თავს მოჩვენებებზე მონადირეს უწოდებს, ვიდეოზე გადაიღო "მითიური არსება", რომელზეც, მისი თქმით, უკვე 100 წელზე მეტია, ლეგენდები დადის.
როგორც დევისი ამტკიცებს, მან მოახერხა გადაეღო ნახევრად-ადამიანი და ნახევრად-ბუ, რომელიც ქალაქ კორნუოლის სასაფლაოზე გასული საუკუნიდან ცხოვრობს და ადამიანებს აშინებს. "მოჩვენებებზე მონადირემ" ის სპეციალური მოწყობილების საშუალებით აღმოაჩინა. ეს მოწყობილობა ელექტრომაგნიტურ ველს აფიქსირებს. როგორც დევისი ჰყვება, ნახევრად-ადამიანი და ნახევრად-ბუ ხეზე იჯდა, შემდეგ კი მას თავზე გადაუფრინა. ინციდენტის შედეგად დევისის მეწყვილეს სხეულზე ნაკაწრები და დაზიანებები აღმიაჩნდა, დაიმტვრა მისი კამერაც.