loader

სად და ვისთან ერთად ისვენებს ლევან ჯიბღაშვილის ყოფილი საცოლე - ნინიკო ნაცარიშვილი ახალ ფოტოკადრებს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სად და ვისთან ერთად ისვენებს ლევან ჯიბღაშვილის ყოფილი საცოლე - ნინიკო ნაცარიშვილი ახალ ფოტოკადრებს აქვეყნებს

მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის ყოფილი საცოლე ნინიკო ნაცარიშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამოირჩევა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც წყვილი სკანდალურად დაშორდა.

ბათუმელი ნინიკო ნაცარიშვილი მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც ბიზნესმენმა და მსახიობმა ლევან ჯიბღაშვილმა მოულოდნელად განაცხადა, რომ მის ცოლად შერთვას აპირებდა.

მაშინ, როცა ყველას ეგონა, რომ ის მომღერალ სალომე წვერაიძეზე დაქორწინდებოდა, მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ 18 წლის აბიტურიენტს გაუმიჯნურდა. ნინიკომ მანამდე ფეხბურთელ გიორგი ჩელებაძეზე იქორწინა, თუმცა ისინი მალევე დაშორდნენ. 

ბათუმში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ნინიკო ნაცარიშვილს ახალი თაყვანისმცემელი ჰყავს და ის კრიმინალურ სამყაროში "ლავასოღლის" სახელით ცნობილი მინდია გორაძეა. ლავასოღლი ბათუმშია დაბადებული, 38 წლისაა და არაოფიციალური ინფორმაციით, ამჟამად თურქეთში ცხოვრობს.

ამბობენ, რომ სწორედ მასთან ერთად ისვენებს ამჟამად ნინიკო, რომელიც სოციალურ ქსელში აქტიურად აქვეყნებს ფოტოებს თურქეთიდან.

წყარო