loader

ორსული პატარძალი საკურთხეველთან მისვლამდე რამდენიმე წუთით ადრე გარდაიცვალა - "ვნერვიულობდი, რადგან ძალიან დააგვიანდა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ორსული პატარძალი საკურთხეველთან მისვლამდე რამდენიმე წუთით ადრე გარდაიცვალა - "ვნერვიულობდი, რადგან ძალიან დააგვიანდა"


30 წლის პატარძალი, რომელიც 6 თვის ორსული იყო, საკურთხეველთან მისვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, ინსულტით გარდაიცვალა.

შემთხვევა ბრაზილიაში მოხდა. გოგონა მანქანაში შეუძლოდ გახდა, თუმცა ახლობლებმა ყურადღება არ მიაქციეს. მათ იფიქრეს, რომ ის ქორწილის გამო ნერვიულობდა. 

ვნერვიულობდი, რადგან ეკლესიაში ველოდი და ძალიან დააგვიანდა. შემდეგ მისი ბიძაშვილი შემოვარდა და მითხრა, რომ ჯესიკამ გონება დაკარგა", - იხსენებს 31 წლის ფლავიო გონსალვესი.

ჯესიკა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ექიმების დასკვნაში ეწერა, რომ პატარძალს ინსულტი და შიდა სისხლდენა ჰქონდა. ჩატარდა სასწრაფო საკეისრო კვეთა, რათა 29 კვირის ნაყოფი გადაერჩინათ.