loader

გრეტა თუნბერგის რეაქცია, როდესაც ჰორიზონტზე დონალდ ტრამპი გამოჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გრეტა თუნბერგის რეაქცია, როდესაც ჰორიზონტზე დონალდ ტრამპი გამოჩნდა

გაეროს შენობაში მიმდინარე შეხვედრის დროს ეკოაქტივისტის გრეტა თუნბერგისა და დონალდ ტრამპის გზები გადაიკვეთა. გრეტა ტრამპს მაშინ შეხვდა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი რწმენის თავისუფლების თემაზე მიმდინარე შეხვედრას დაესწრო და კლიმატის სამიტზე არ წავიდა. 

2017 წელს შეერთებული შტატები პარიზის კლიმატის ცვლილებების შესახებ ხელშეკრულებას გაეთიშა. პრეზიდენტის თქმით, მისი ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ ეს შეთანხმება საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის სუვერენიტეტს და ქვეყნის ეკონომიკას.

დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს განაცხადა, რომ ის ზომებს მიიღებდა ქვეყანაში ნავთობისა და ქვანახშირის მრეწველობის დასახმარებლად.