loader

"ვისაც ეგონათ რომ შარზე ვიყავით...არ გაქვთ უხერხულობა?" - ნანუკა ჟორჟოლიანი რუსთავი2-ის ჟურნალისტებს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვისაც ეგონათ რომ შარზე ვიყავით...არ გაქვთ უხერხულობა?" - ნანუკა ჟორჟოლიანი რუსთავი2-ის ჟურნალისტებს მიმართავს

მთავარი არხის ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი "რუსთავი2"-ის ჟურნალისტებს მიმართავს.

"კურიერის ჟურნალისტებო, სპეცრაზმელი რომ გაათავისუფლეს და მარტო კადრები მოხვდა თქვენს ნიუსში არ გიტყდებათ? იმ ფონზე როცა 7 წლის ბავშვი მშიერია იგივე სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის მამის უმძიმესი მდგომარეობა არ აღმოჩნდა მოსამართლისთვის საკმარისი არგუმენტი.

თავი რომ დავანებოთ ლარის გამყარებას. და ლავროვთან შეხვედრას რომ "აპრავებდით" მთელი გამოშვება ერთი წუთით არ გაქვთ უხერხულობა?!

სოციალური მედიის საუკუნეში რთული იქნება თან კაი ტიპები იყოთ, თან ეგ ნიუსი აკეთოთ.

მათ, ვისაც ეგონათ რომ შარზე ვიყავით, აუცილებლად უყურეთ კურიერს და მიხვდებით რომ ადამიანები არ იცვლებიან" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.