loader

უმძიმესი კადრები - სელფის გადაღების დროს პატარძალი და მისი სამი და-ძმა დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი კადრები - სელფის გადაღების დროს პატარძალი და მისი სამი და-ძმა დაიღუპა

ინდოელი პატარძალი თავის ოჯახის წევრებთან ერთად სელფის გადაღების მცდელობის დროს დაიღუპა.

უბედური შემთხვევა ინდოეთის ტამილ ნადუს შტატში მდებარე წყალსაცავზე მოხდა. 

ადგილობრივი პოლიციის თანახმად, ახალდაქორწინებული ახალგაზრდა ქალი თავის მეუღლესთან და კიდევ ხუთ ადამიანთან ერთად ხელჩაკიდებული, მუხლამდე წყალში იდგა და ასე სურდა ფოტოს გადაღება. სწორედ ამ დროს, მის უმცროს ძმას ფეხი დაუცურდა და დანარჩენები თან გაიყოლა.

ქმარმა მხოლოდ საკუთარი დის გადარჩენა შეძლო.

დაღუპულებს შორის არიან პატარძლის 14 წლის ძმა და 18 და 19 წლის დები.