loader

კადრები ულამაზესი ქორწილიდან, რომელზეც მთელი საქართველო ლაპარაკობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ულამაზესი ქორწილიდან, რომელზეც მთელი საქართველო ლაპარაკობს

ახალგაზრდა წყვილს მარიამ ნაფეტვარიძეს და საბა მღვდელაძეს ფართო საზოგადოება არ იცნობს, რადგან ისინი ცნობილი სახეები არ არიან, თუმცა, მათ ქორწილს დღეს ყველა განიხილავს.

მარიამი ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტია. წყვილის ნიშნობა რამდენიმე თვის წინ შედგა.
ქორწილი კი წინანდლის მამულში შედგა.

პატარძალს ქორწილში ულამაზესი თეთრი კაბა ეცვა, რომელიც მაკა ასათიანის რძლის, ნანიკო კლდიაშვილის კაბას ჰგავდა. ისევე როგორც ნანიკოს კაბა, მარიამის კაბაც დიზაინერმა ჯაბა დიასამიძემ შექმნა.

საქორწინო სუფრა და ინტერიერი ცნობილი დიზაინერის, ანი პირველის დიზაინით იყო გაფორმებული.

ანი პირველი ფართო საზოგადოებამ, პირველად ანუკი არეშიძისა და კახა კალაძის საქორწინო ცერემონიის შემდეგ გაიცნო.

კადრები გრანდიოზული ქორწილიდან სოციალურ ქსელში თავად პატარძალმა და მისმა ახლობლებმა გაავრცელეს.