loader

სპეცრაზმმა შტურმით აიღო სახლი, რომელშიც გავლენიანი "კანონიერი ქურდი" იმყოფებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სპეცრაზმმა შტურმით აიღო სახლი, რომელშიც გავლენიანი "კანონიერი ქურდი" იმყოფებოდა

რუსმა სამართალდამცველებმა კრასნოიარსკის მხარეში დააკავეს ე.წ. კანონიერი ქურდი კონსტანტინ ნაიბაუერი, რომელიც კრიმინალურ წრეებში ცნობილია "კოსტია კანსკის" მეტსახელით. იგი ბრალდებულია პუტინის მიერ ინიცირებული მუხლით კრიმინალური სამყაროს იერარქიაში მაღალი მდგომარეობის დაკავების შესახებ.

"კოსტია კანსკი" ქალაქგარეთ მდებარე სახლში, სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს, რომელშიც პოლიციასთან ერთად სპეცრაზმიც მონაწილეობდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ნაიბაუერი "კანონიერ ქურდად" 1990 წელს "აკურთხეს". მას ორი პატიმრობა აქვს მოხდილი. ერთი ავტომობილის გატაცებისთვის და მეორე - ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის.  მისი მოკვლა ასევე ორჯერ სცადეს. ერთხელ - 2005 წელს და მეორედ 2011 წელს, როცა მას 5 ტყვია ესროლეს. როგორც მედია მაშინ იუწყებოდა, ინციდენტი კრიმინალურ სამყაროში გავლენის სფეროების გადანაწილებას უკავშირდება.

"კოსტია კანსკის" დაკავების კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.