loader

ცუკერბერგის რეაქცია, როდესაც ტრამპს მიამსგავსეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცუკერბერგის რეაქცია, როდესაც ტრამპს მიამსგავსეს

სოციალურ ქსელ Facebook-ის აღმასრულებელ დირექტორს, მარკ ცუკერბერგს, კონგრესში კიდევ ერთხელ მოუსმინეს. ის კანონმდებლებთან კომპანიის ახალ გეგმებზე სასაუბროდ მივიდა, რაც ახალი კრიპტოვალუტის შექმნას გულისხმობს, სახელად ლიბრა.

თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ცუკერბერგი კვლავ კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა. მას მწვავე კითხვები დაუსვეს Facebook-ში გავრცელებული დეზინფორმაციისა და მისი კონტროლის მექანიზმების შესახებ. კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს სოციალური ქსელის სანდოობა და აღნიშნეს, რომ Facebook-ს ხშირად იჭერენ "დანაშაულის ადგილას".

ცუკერბერგს ესეც არ აკმარეს და ქვეყნის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეადარეს. სოციალური ქსელის აღმასრულებელი დირექტორის მოსმენა 5 საათზე მეტხანს გრძელდებოდა, მას 60 პოლიტიკოსი ესწრებოდა. თითოეულ მათგანს კითხვისთვის 5 წუთი ჰქონდა გამოყოფილი.


ავტორი: სალომე აბულაშვილი