loader

"თამამად აიჭრა სცენაზე, აქ მე ვარ უმფროსიო" - რა აღმოჩნდა კალაძის ფეხებთან მერის გამოსვლის დროს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თამამად აიჭრა სცენაზე, აქ მე ვარ უმფროსიო" - რა აღმოჩნდა კალაძის ფეხებთან მერის გამოსვლის დროს

თბილისის მერის კახა კალაძის პრესსამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ფრაგმენტს ორბელიანის მოედანზე გამართული პრეზენტაციიდან, სადაც ჩანს, რომ კახა კალაძის გამოსვლის დროს, მის ფეხებთან უპატრონო ძაღლი წევს.

"ორბელიანის მოედნის განვითარების კონცეფციის წარდგენას ესწრება ორბელიანზე მიკედლებული ეს საყვარელი ცუგა. მოწვევა არ დასჭირდა, თამამად აიჭრა სცენაზე, აქ მე ვარ უმფროსიო", - წერს მანანა თოქმაჯიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.