loader

როცა მძარცველმა მსხვერპლი თმით დაითრია და ყელზე დანა მიაბჯინა, არ იცოდა, რომ მის წინაშე მოკრივე გოგონა იყო... - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როცა მძარცველმა მსხვერპლი თმით დაითრია და ყელზე დანა მიაბჯინა, არ იცოდა, რომ მის წინაშე მოკრივე გოგონა იყო...

რუსეთის ქალაქ კურსკში გაჩერებაზე მდგომ გოგონებს უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა, ერთ-ერთი მათგანი თმით დაიჭირა და დანა ყელზე მიაბჯინა. მძარცველმა, რომელიც ფულს ითხოვდა, არ იცოდა, რომ მის წინაშე კრივის სექციის აღსაზრდელები იყვნენ. მსხვერპლი გოგონას მეგობარმა, რომელიც ინციდენტს შეესწრო, მძარცველს დანაზე ხელი უტაცა, რა დროსაც თავად დაშავდა, თუმცა, დახმარება არ შეუწყვეტია. ბოლოს მან თავდამსხმელს სახეში წიწაკის გაზი შეასხა. ამის შემდეგ მძარცველი გაიქცა. თვითმხილველების მონათხრობის მიხედვით პოლიციამ ფოტორობოტი შექმნა და დამნაშავის ძებნა გამოაცხადა.

დარბაზი, სადაც გოგონები ვარჯიშობენ, მამათა მონასტრის ტერიტორაზეა განთავსებული. ამიტომ გოგონები ვარჯიშს ლოცვით იწყებენ. შესაბამისად, ლიზას, რომელმაც მეგობარი გადაარჩინა, სწამს, რომ იმ დღეს მას ღმერთი დაეხმარა.