loader

საზარელი მკვლელობა საბავშვო ბაღში - რუსეთში 36 წლის მამაკაცმა 6 წლის ბიჭუნას ყელი გამოსჭრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საზარელი მკვლელობა საბავშვო ბაღში - რუსეთში 36 წლის მამაკაცმა 6 წლის ბიჭუნას ყელი გამოსჭრა

საზარელი მკვლელობა რუსეთში, არხანგელსკის ოქლში. 36 წლის უმუშევარი მამაკაცი 6 წლის ბავშვის მხეცურ მკვლელობაშია ბრალდებული. გამოძიების მასალების მიხედვით, მამაკაცი 31 ოქტომბერს დაახლოებით 13:30 საათზე საბავშვო ბაღში შევიდა, ავიდა მეორე სართულზე, სადაც მას შეხვდნენ ბაღის პედაგოგები და დადევნებული დარაჯი, თუმცა, მათ ვერ შეძლეს ხელი შეეშალათ მკვლელისთვის. მამაკაცმა დანით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა 6 წლის ბიჭუნას, რომელიც ამის შედეგად გარდაიცვალა. დამანაშვე მკვლელობის ადგილზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ადგილზე ჩაატარეს საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლს ფარგლებშიც დამნაშავემ დაწვრილებით აღწერა ყველა მისი ქმედება. ექსპერიმენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული უმუშევარი ალკოჰოლიკია, რომელიც მარტო ცხოვრობდა. მასთან ერთად დაკავებულია საბავშვო ბაღის დარაჯიც, რომელიც სამსახურებრივ გულგრილობაშია ბრალდებული.