loader

"გმადლობ, ჩემო ბაჭია. მე შენი ჩებურაშკა ვარ" - კადრები მალაიზიის ყოფილი მეფისა და რუსი ლამაზმანის ქორწილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გმადლობ, ჩემო ბაჭია. მე შენი ჩებურაშკა ვარ" - კადრები მალაიზიის ყოფილი მეფისა და რუსი ლამაზმანის ქორწილიდან

ბრიტანულმა გამოცემამ Daily Mail გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მალაიზიის ყოფილი მეფის, მუჰამედ V-ისა და "მის მოსკოვი 2015"-ის ტიტულის მფოლობელის, რუსი ლამაზმანის ოქსანა ვოევოდინას ქორწილის ფრაგმენტია ასახული.

გრანდიოზული ქორწილი 2018 წლის 22 ნოემბერს გაიმართა.
"გმადლობ, ჩემო ბაჭია. მე შენი ჩებურაშკა ვარ. ჩვენს ოჯახს ბედნიერებას და სიხარულს ვუსურვებ" - ეუბნებოდა გვირგვინოსანი სიძე პატარაძალს.

თუმცა, წყვილის ურთიერთობა ხანგრძლივი არ აღმოჩნდა. ერთ წელიწადში ოქსანამ მეფეს ტახტის მემკვიდრეც გაუჩინა და გაშორდა კიდეც. მალაიზიის მეფემ კი ახალშობილი პრინცის მამობაზე უარი განაცხადა და ცოლს ღალატში დასდო ბრალი.