loader

როგორ ქეიფობს სომხეთის პრეზიდენტი "ძედ ხასანთან" და სხვა "კანონიერ ქურდებთან" ერთად - რა ვიდეო "ამოუგდეს" სერჟ სარგსიანს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ქეიფობს სომხეთის პრეზიდენტი "ძედ ხასანთან" და სხვა "კანონიერ ქურდებთან" ერთად - რა ვიდეო "ამოუგდეს" სერჟ სარგსიანს

სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს "კანონიერ ქურდებთან" კავშირი გაუხსენეს. საქმე ეხება ხმაურს,რომელიც ვიდეოს გასასჯაროებას მოჰყვა, სადაც სერჟ სარგსიანი, რომელიც მაშინ მთიანი ყარაბაღის თავდაცვის მინისტრი იყო, "კანონიერ ქურდებთან" : "ძედ ხასანსა" და რაზმიკ ამოიანთან ("ჩაკო") და სხვა კრიმინალურ ავტორიტეტებთან ერთად ერთად ქეიფობს. ვიდეო 1993 წლის მაისით თარიღდება. რამდენიმე თვის შემდეგ კი სერჟ სარგსიანი სომხეთის თავდაცვის მინისტრი გახდა.

კრიმინალური სამყაროს ამბები სომხეთში მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც აგვისტოში შემუშავდა კონონპროექტი, რომლის მიხედვითაც "კანონიერი ქურდის" სტატუსის მინიჭება და კრიმინალური სამყაროს წევრობა დასჯადი ხდება.

რუსულ მედიის ინფორმაციით, სომხეთის, საქართველოსა და რუსეთის "კანონიერი ქურდები" საქართველოს ერთ-ერთ კურორტზე შეკრებას და ამ საკითხის განხილვას გეგმავენ.