loader

"კარგია, 54 ახალი ავტობუსი, მაგრამ გული მწყდება, "მალე" მეტროს საცობში რომ აღარ მომიწევს დგომა" - რას გადააწყდა "პალიტრავიდეოს" ჟურნალისტი მეტროში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კარგია, 54 ახალი ავტობუსი, მაგრამ გული მწყდება, "მალე" მეტროს საცობში რომ აღარ მომიწევს დგომა" - რას გადააწყდა "პალიტრავიდეოს" ჟურნალისტი მეტროში

მეტროს საცობში სხვა რიგით მოქალაქეებთან ერთად ჟურნალისტებიც არაერთხელ ხვდებიან. "პალიტრავიდეოს" სამოყვარულო კამერამ სწორედ ის მომენტი დააფიქსირა, როცა თბილისის მეტროს პირველი და მეორე ხაზების დამაკავშირებელ გვირაბში საშინელი ჭედვაა. თუმცა, ამჯერად მგზავრებს ოდნავ "გაუმართლათ", რადგან ხალხის ნაკადში მესაყვირე აღმოჩნდა, რომელიც საახალწლო მელოდიას უკრავდა... "პალიტრავიდეოს" ჟურნალისტებიც მათ შორის არიან, ვინც კიდევ ერთ საცობს მსუბუქი ირონიით შეხვდა:

"კარგია, 54 ახალი ავტობუსი, მაგრამ გული მწყდება, "მალე" მეტროს საცობში რომ აღარ მომიწევს დგომა. დღეს მე და თაკომ კარგადაც ვიჭორავეთ და კარგადაც გავერთეთ", - წერს ვიდეოს ავტორი, ჟურნალისტი ქეთი გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში.

ავტორი: ქეთი გოგოლაშვილი