loader

კადრებში ჩანს, როგორ უსწორდება 11 წლის მოზარდს პოლიციელი - კადრები აშშ-დან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრებში ჩანს, როგორ უსწორდება 11 წლის მოზარდს პოლიციელი - კადრები აშშ-დან

ამერიკელი პოლიციის ოფიცერი, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინის სკოლაში იყო გამწესებული უსაფრთხოების სამსახურის უფროსად, სკოლიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც CNN-მა გაავრცელა სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული ვიდეო, რომელზეც ასახულია, თუ როგორ როგორ ძალადობს იგი 11 წლის ბავშვზე. 

ვიდეოკადრებში ჩანს პოლიციელი, რომელიც სკოლის მოსწავლესთან ერთად გადაადგილდება დერეფანში, რა დროსაც არასრულწლოვანს მუცელში ურტყამს და იატაკზე მთელი ძალით ანარცხებს, რამდენიმე წამის შემდეგ კი იმავე ქმედებას ისევ იმეორებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოფიცერს ჯარიმა დააკისრა სკოლის ადმინისტრაციამ და გააძევა დაკავებული თანამდებობიდან.