loader

"მეუბნებოდა, ნათია ნერვიულობსო" - ნათია ბანძელაძე შობას მომხდარ სასწაულზე ჰყვება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მეუბნებოდა, ნათია ნერვიულობსო" - ნათია ბანძელაძე შობას მომხდარ სასწაულზე ჰყვება

ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე საზოგადოებას შობა-ახალ წელს ულოცავს და სოციალურ ქსელში შობას მომხდარ სასწაულზე პოსტს და ვიდეოს ავრცელებს:

"სასწაულების და ყველაზე დიდი სიხარულის და სიკეთის შობას გილოცავთ !!! გჯეროდეთ სიყვარულის და სიკეთის ძალის!!! შობა გამიჭირდა, რომ გავიფიქრე "შობა უშენოდ", იმ წამსვე წავშალე გონებიდან და გავბრაზდი საკუთარ თავზე, თუმცა სევდა მაინც ვერ დავძლიე, რაღაცნაირად სულ ვეძებდი და არსად არ იყო ნიშანი. მერე ვთხოვე ჩემებურად, გამოჩენილიყო, როგორც იცის ხოლმე, მაგრამ მთელი ღამე და დღე მაკლდა... ვითომ გავებუტე კიდეც, მაგრამ როგორც ვიცოდი, დიდხანს ვერ გავძელი და გადავწყვიტე, ავსულიყავი მაინც იქ, სადაც ყველაზე მეტად არ მეგულებოდა... ტელეფონი ავიღე და ნინის წერილი მხვდება: "დე, მამა დამესიზმრა, ძალიან კარგად იყო და ვერ გავიგე, მეუბნებოდა, ნათია ნერვიულობსო". სასწაულების გჯეროდეთ, სიყვარულის გწამდეთ! შობის სასწაულის გარეშე არც მე დავრჩენილვარ! როცა გრძნობა არასდროს მთავრდება!!! რწმენა, სიკეთე, იმედი და სიყვარული არ მოგშლოდეთ ადამიანებოოოო!!! მეტი სიკეთეოოოო გოგიჩამ, ჩემი კეთილი ზღაპრის გმირმა... ბედნიერი შობა-ახალი წელი ყველას" - წერს გოგიჩას მეუღლე.