loader

ქართველი მოციგურავის საოცარი გამოსვლა და აღფრთოვანებული მაყურებელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი მოციგურავის საოცარი გამოსვლა და აღფრთოვანებული მაყურებელი

ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მეორე დღეს საქართველოს ნაკრებს ძირითად საასპარეზო სარბიელად ლოზანის საციგურაო არენა ჰქონდა.

ფიგურულ ციგურაობაში მოცეკვავეთა წყვილები და გოგონები (ერთეულები) მოკლე პროგრამით გამოვიდნენ. საქართველო ორივე დისციპლინაში იყო წარმოდგენილი. თავდაპირველად ყინულზე მიხაილ კაიგოროდცევისა და იულია ლებედევა-ბითაძის წყვილი გავიდა.

12 მონაწილეს შორის კაიგოროდცევი/ლებედევა-ბითაძის წყვილმა 47.20 ქულა დაიმსახურა, რაც მე-11 ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი. უკეთესი შედეგის მისაღწევად მათ 13 იანვარს თავისუფალი პროგრამა ექნებათ.

საქართველოს ნაკრებმა გაცილებით უკეთ იასპარეზა ერთეულებში. ალინა ურუშაძემ მოკლე პროგრამაში 63.10 ქულა მიიღო და მეხუთე ადგილი დაიკავა, თუმცა უკეთეს
ქულებსაც იმსახურებდა. ამგვარად, ურუშაძემ პრიზიორებში მოხვედრის შანსი მაინც შეინარჩუნა. მას საამისოდ 13 იანვარს თავისუფალ პროგრამაში უკეთ ასპარეზობა მართებს.