loader

სელფის გადაღების დროს გოგონა კლდიდან გადავარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სელფის გადაღების დროს გოგონა კლდიდან გადავარდა

ბრიტანელი მოდელი, 21 წლის მედლინ დევისი სელფის გადაღების დროს გადავარდა კლდიდან. აღნიშნული შემთხვევა მოხდა ავსტრალიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პლაჟზე, „diamond bay"-ზე, რა დროსაც იგი თავის მეგობრებთან იმყოფებოდა, რათა მზის ამოსვლისთვის ერთად ეყურებინათ.

გოგონამ სელფის გადაღება კლდის ციცაბო მწვერვალიდან სცადა, რა დროსაც მოლიპულ ზედაპირზე ფეხი დაუცდა და 30 მეტრიდან გადავარდა, რის შემდეგაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

ახალგაზრდა ტურისტი ავსტრალიაში ინგლისიდან ჩავიდა და გეგმავდა ახალი ცხოვრების დაწყებას. ამის შესახებ წერს DAILYMAIL-ი.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ უკანასკნელ ფოტოზე მოდელი იმყოფებოდა ბარში თავის ავსტრალიელ მეგობრებთან ერთად.