loader

ერთი დაავადება, რომელიც უფრო მკვლელია, ვიდრე კიბო - სიკვდილიანობის რიცხვი მოიმატებს, თუ.... - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერთი დაავადება, რომელიც უფრო მკვლელია, ვიდრე კიბო - სიკვდილიანობის რიცხვი მოიმატებს, თუ....

სეფსისი უფრო დიდი მკვლელია, ვიდრე კიბო“ - ამ სათაურით ავრცელებს სტატიას Irishtimes-ი. როგორც იწერება, სიკვდილიანობის რიცხვი მოიმატებს, თუ ახალი ტიპის ანტიბიოტიკს ვერ მიაგნებენ მკვლევარები და ექიმები.

მსოფლიოს მასშტაბით, სამიდან ერთი ადამიანი კვდება ამ მდგომარეობით. GBDR-ის მკვლევარები აცხადებენ, რომ 2017 წელს სეფსისთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა 48.9 მილიონ ადამიანს, ხოლო 11 მილიონი შემთხვევა ფატალურად დასრულდა. აღნიშნული დაავადების რუკა 195 ქვეყანას მოიცავდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით კი, 2018 წელს 9.6 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა კიბოთი.

2016 წელს მსგავსი პრობლემა დაფიქსირდა 19.4 მილიონ შემთხვევაში და 5.3 მილიონი სიკვდილით დასრულდა. ეს ინფორმაცია აშშ-ის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ესპანეთის, გერმანიის, ნორვეგიის და შვედეთის საავადმყოფოებში არსებულ მაჩვენებლებზეა დაფუძნებული.

სეფსისი ნებისმიერი ინფექციის ისეთი ფორმაა, რომლის დროსაც ორგანიზმის მძიმე მდგომარეობის ან მიკრობების მაღალი ვირულენტობის, აგრეთვე, ორგანიზმში მათი დიდი რაოდენობით ან არაბუნებრივი გზით შეჭრის შედეგად ორგანიზმის დაცვითი უნარი იმდენად დაქვეითებულია, რომ ანთებითი კერები, სადაც ჩვეულებრივ, მიკრობების დათრგუნვა ხდება, გადაიქცევა მათი გამრავლებისა და უწყვეტი განმეორებითი გენერალიზაციის წყაროდ.