loader

ხშირად გიბუჟდებათ ხელები? - ეს 7 სერიოზული დაავადების სიმპტომია! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხშირად გიბუჟდებათ ხელები? - ეს 7 სერიოზული დაავადების სიმპტომია!


ხშირად გიბუჟდებათ ხელები? თითებში ჩხვლეტებს გრძნობთ? ფრთხილად, ეს სერიოზული დაავადებების სიმპტომებია.

არსებობს ხელის დაბუჟების შვიდი მიზეზი, წერს Entérate de algo. აუცილებლად დაიმახსოვრეთ ისინი.


1. გაფანტული სკლეროზი.


ეს დაკავშირებულია თავის და ზურგის ტვინის ზედაპირზე ნერვული გარსის დაშლასთან, რაც წყვეტს ნერვული იმპულსების გავლას, აქვეითებს მგრძნობელობას და იწვევს ხელების დაბუჟებას.


2. ცერვიკალური ოსტეოქონდროზი.


დაავადება დაკავშირებულია ხერხემლის კისრის ნაწილის ცვლილებასთან, რაც იწვევს ნერვის შეკუმშვას და სისხლის მიმოქცევის შეწყვეტას. სწორედ ეს იწვევს ხელების დაბუჟებას, თავის ტკივილს და კოორდინაციის პრობლემებს.



3. გვირაბის სინდრომი.

ის ხშირად გვხვდება ადამიანებში, რომლებიც ასრულებენ მონოტონურ სამუშაოს თავიანთი ხელებით. თითების ერთი და იგივე მოძრაობების გამო მყესები შესიებას იწყებს და იწვევს დაბუჟებას.


4. ვენური თრომბოზი.


სისხლის გასქელება ანელებს სისხლის მოძრაობას, რის შედეგადაც ჟანგბადი და მკვებავი ნივთიერებები ვეღარ აღწევენ დანიშნულების ადგილამდე.


5. ანემია და დიაბეტი.


ეს ის დაავადებებია, რომლებსაც როგორც წესი, მივყავართ კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან.


6. კვანძური ქსოვილების ნევრალგია.


ეს დაკავშირებულია ქსოვილების ხანგრძლივ ანთებებთან, რომლებიც იწვევენ ტკივილს და ხელების დაბუჟებას.


7. ინსულტი ან ცერებრალური ტრავმები.