loader

ამაღელვებელი წუთები - 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამაღელვებელი წუთები - 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2019 წლის სპორტული მოვლენების შემაჯამებელი ღონისძიება - "წლის სპორტსმენი" გაიმართა. დაჯილდოების ყოველწლიურ ცერემონიაზე საუკეთესოები 11 ნომინაციაში გამოვლინდნენ, ასევე დაწესებული იყო 14 სპეციალური პრიზი.

ტიტული მიენიჭა ექვს სპორტსმენს, რომლებმაც გასულ წელს მსოფლიო ჩემპიონატებზე ოქროს მედლები მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ერთი წლის განმავლობაში საქართველოს სპორტის ოლიმპიურ სახეობებში არასდროს ჰყოლია 6 მსოფლიოს ჩემპიონი.

საქართველოს 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები - ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ბექა ლომთაძე (თავისუფალი ჭიდაობა), ნუგზარ წურწუმია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) გახდნენ.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დაესწრნენ.

აღნიშნულ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.