loader

"თავდასხმას კი ველოდი, მარა შენ, ბოლომდე მჯეროდა, გაატარებდი" - ნოე სულაბერიძე სოფო ნიჟარაძეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თავდასხმას კი ველოდი, მარა შენ, ბოლომდე მჯეროდა, გაატარებდი" - ნოე სულაბერიძე სოფო ნიჟარაძეს

ნოე სულაბერიძემ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ფინალის რეიტინგი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ტელეპროექტმა წლების რეკორდი მოხსნა. შეგახსენებთ, რომ პროექტის მეცხრე სეზონი ამ ორშაბათს დასრულდა და მისი გამარჯვებული ოთო ფოლადაშვილისა და ანკა ვასაძის წყვილი გახდა.

"არ მჩვევია, ეს ერთი მაპატიეთ. წლების რეკორდი მოიხსნა უბრალოდ. პ.ს. ყველას მადლობა მოლოცვისთვის და გამეტებული კეთილი სიტყვებისთვის", - აღნიშნა ტელეპროდიუსერმა გამოქვეყნებულ სტატუსში.

მის ამ პოსტს გამოეხმაურა მომღერალი და "მხოლოდ ქართულის" ჟიურის წევრი სოფო ნიჟარაძე და სხვა რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ "მხოლოდ ქართულს" და ,,ცეკვავენ ვარსკვლავებს" დაახლოებით იდენტური რეიტინგები ჰქონდათ. "ხომ იცი, როგორც მიყვარხარ და შენი წარმატება მიხარია, მაგრამ რეალური რეიტინგი გამოიყურება ასე. მეტს აღარ ვაგრძელებ, შენთან მეგობრობა ყველა რეიტინგს მირჩევნია".