loader

"ასკანელი გარდენის" გემრიელი სასმელი, ხორცის სალათის შეჯიბრება და ბევრი პრიზი კონკურსანტებისთვის - #chefმარკეტერი გრძელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ასკანელი გარდენის" გემრიელი სასმელი, ხორცის სალათის შეჯიბრება და ბევრი პრიზი კონკურსანტებისთვის - #chefმარკეტერი გრძელდება

კულინარიული შეჯიბრება #CHEFმარკეტერი გრძელდება. ჟურნალ "გემრიელიას" 2020 წლის პირველ ღონისძიებას ამჯერად რესტორანმა „ასკანელი გარდენმა“ უმასპინძლა. გემრიელი სალათის მომზადებაში ერთმანეთს სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები ეჯიბრებოდნენ. „ჰუალინგის“, „ქებული კლიმატის“, „გაზელ ფაინანსის“, „ჯი-ემ ფარმასა“ და „ლო სალტის“ წარმომადგენლებმა თავიანთი კულინარიული ხელოვნება ხორცისგან სალათის მომზადებაში გამოავლინეს. ხუთმა კონკურსანტმა კერძს საკუთარი ინდივიდუალურობა და პიკანტური გემო შემატა. თუმცა, ტრადიციულად, შეფასების კიდევ ერთი კრიტერიუმი სალათისთვის ორიგინალური სახელის მოფიქრებაც გახლდათ. მონაწილეებს შორის გამარჯვებული კი კომპეტენტურმა ჟიურიმ, სტამბა "კოლორის", "ასკანელის" შეფმა და მარკეტინგის მენეჯერმა გამოავლინეს.