loader

"განადგურებულები ვართ, მათ გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია" - კობი ბრაიანტის მეუღლე ქმრისა და ქალიშვილის გარდაცვალებას პირველად ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"განადგურებულები ვართ, მათ გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია" - კობი ბრაიანტის მეუღლე ქმრისა და ქალიშვილის გარდაცვალებას პირველად ეხმაურება

კობი ბრაიანტის მეუღლე ვანესა ბრაიანტი მეუღლის გარდაცვალებას პირველად ეხმაურება. ვანესა "ინსტაგრამის" პირად გვერდზე ემოციურ პოსტს ავრცელებს.
„მე და ჩემს გოგონებს გვსურს, მილიონობით ადამიანს მადლობა გადავუხადოთ ამ საშინელ დროს გვერდში დგომისთვის. ჩვენ განადგურებულები ვართ ჩემი არაჩვეულებრივი მეუღლის, რომელიც შესანიშნავი მამა იყო და ლამაზი ჯიანას გარდაცვალებით, რომელიც მოსიყვარულე შვილი და ძალიან კარგი და იყო.
ასევე, გვინდა მწუხარება გამოვთქვათ იმ ოჯახების გამო, რომლებიც ამ ტრაგედიას შეეწირნენ.
სიტყვები ამ ტკივილის გადმოსაცემად არ არის საკმარისი. თუმცა, ვცდილობ, თავი დავიმშვიდო იმით, რომ კობისა და ჯიჯის ასე ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ძალიან ბედნიერები ვიყავით, როდესაც ისინი ჩვენს ცხოვრებაში იყვნენ. ნეტა ახლა აქ იყვნენ.
მაგათ გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, თუმცა მაინც ვიღვიძებთ იმ ფიქრით, რომ კობი და ჯიჯი ზემოდან გვიყურებენ და გზას გვინათებენ. ნეტავი შემეძლოს მათთან ჩახუტება, მათი კოცნა." - წერს ვანესა.