loader

სუსტი ნერვების პატრონებმა არ ნახოთ! - როგორ უკეთებენ გველს ოპერაციას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სუსტი ნერვების პატრონებმა არ ნახოთ! - როგორ უკეთებენ გველს ოპერაციას

უკრაინის ქალაქ დნეპრში (ძველი დნეპროპეტროვსკი) გველს ოპერაცია გაუკეთეს. შხამიან ბრაზილიურ კობრას რბილი ქსოვილის აბსცესი (ჩირქგროვა) დაუდგინდა, რისი ამოკვეთაც გახდა საჭირო. ასეთ გადაწყვეტილებამდე ვეტერინარები იმის გამო მივიდნენ, რომ მოსალოდნელი იყო ინფექციის გავრცელება მთელ სხეულში, რაც ორგანოების სასიცოცხლო ფუნქციის მოშლას გამოიწვევდა.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, ოპერაცია წარმატებით ჩატარდა. ახლა პატრონი ქვეწარმავალს ანტიბიოტიკებით სახლში უმკურნალებს.