loader

"ბოღმით სკდებით, ხალხნო... ნეტა სად იშოვეთ ამდენი ფული?" - "პროფილის" გუშინდელმა გადაცემამ, სადაც გვანცა დარასელიას მდიდრული სახლი აჩვენეს, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბოღმით სკდებით, ხალხნო... ნეტა სად იშოვეთ ამდენი ფული?" - "პროფილის" გუშინდელმა გადაცემამ, სადაც გვანცა დარასელიას მდიდრული სახლი აჩვენეს, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია

"პროფილის" გუშინდელი გადაცემა ცნობილი ადამიანების სახლებში იმყოფებოდა. გვანცა დარასელიას სახლი ბევრს მოეწონა, თუმცა ზოგიერთმა ამ გადაცემის ეთერში გაშვება არასწორად მიიჩნია.

"გულწფელად ვკითხულობ, რატომ აჩვენებენ ეს ვითომ ცნობილები ხალხს საკუთარ სახლებს, რა არის მიზეზი? ვაუ, მაგარი ვარ, ასეთი სახლი მაქვსო თუ? ან რატომ მოწონთ საკუთარ სივრცეში ყველას შეშვება?

როდის და, დღეს არ შეიძლებოდა ამ გადაცემის გაშვება ეთერში! დღეს, როცა ხუთი მცირეწლოვანი ბავშვი თავის ფეხმძიმე დედასთან ერთად დაკრძალეს..... ოჯახი, რომელიც უკიდურესმა სიღატაკემ ამობუგა!!! როგორ გადავგვარდით ასე, რომ თანაგრძნობა აღარ გამოგვდის!!! დღეს ქვეყანაში დროშები უნდა დაშვებულიყო და გლოვის დღე უნდა ყოფილიყო წესით!..... მე სხვანაირად არ მესმის უბრალოდ.....

ხალხი მშივრები ვართ და ესენი გვიმარიაჟებენ, არხეინად რომ არიან... დაიბოღმება, აბა რა, ხალხი... ხალხს შიაა, შიაა!

კომენტარებს ვკითხულობ და ბოღმით სკდებით, ხალხნოო..........ღმერთო ყველას მიეცი.....გაანძრიეთ ხელი და ფეხი და თქვენი გექნებათ სახლში. უშრომლად არავინ მოგართმევთ......მშვიდობაში მოიხმარეთ, ძალიან ლამაზი სახლია.

ნეტა სად იშოვეთ ამდენი ფული, ხომ არ გაგიჭირდათ ამ გაჭირვების დროს, როცა ქვეყანაში ბავშვები შიმშილობენ" - წერენ კომენტარებში.