loader

რას წარმოადგენს სამხრეთკორეული სექტა, რომლის მიმდევრებმაც რიტუალის ჩატარების დროს, ერთმანეთი კორონავირუსით დაასნებოვნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას წარმოადგენს სამხრეთკორეული სექტა, რომლის მიმდევრებმაც რიტუალის ჩატარების დროს, ერთმანეთი კორონავირუსით დაასნებოვნეს

კვირას სეულის (სამხრეთი კორეა) ხელისუფლებამ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა სექტანტური ორგანიზაციის - "სკინის ტაძრის შინ-ჩონჯის მოწმეების" თორმეტი ლიდერის წინააღმდეგ, რომლებიც ბრალდებულნი არიან მკვლელობებში, ადამიანისათვის ზიანის მიყენებასა და იმ კანონის დარღვევაში, რომელიც ინფექციური დაავადებების გავრცელების კონტროლს ითვალისწინებს.

სამხრეთ კორეის ოფიციალური პირების მონაცემებით, კორონავირუსით დაავადების აფეთქება დაიწყო ქალაქ ტეგუში, სადაც ზემოთ აღნიშნული სექტის მიმდევრებმა რიტუალის ჩატარების დროს ერთმანეთი დაასნებოვნეს, რის შემდეგაც ვირუსი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა.

როგორც "ბი-ბი-სის" კორეპონდენტი ლორა ბიკერი სეულიდან იტყობინება, აღნიშნული
სარჩელი ასახავს ქვეყანაში დაწყებულ იმ მზარდ გულისწყრომას და აღშფოთებას, რომელიც რელიგიური ჯგუფის წინააღმდეგაა მიმართული. მისი ლიდერი საკუთარ თავს მესიას უწოდებს.