loader

ყველამ ვნახეთ, როგორ დაუკრეს ექიმებს ტაში, მაგრამ თბილისის ერთ უბანში ეს განსხვავებული გაფორმებით გააკეთეს, რამაც ზოგი აღაშფოთა, ზოგი გაამხიარულა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყველამ ვნახეთ, როგორ დაუკრეს ექიმებს ტაში, მაგრამ თბილისის ერთ უბანში ეს განსხვავებული გაფორმებით გააკეთეს, რამაც ზოგი აღაშფოთა, ზოგი გაამხიარულა

საქართველოში ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მხარდასაჭერად აქცია „მადლიერების ტაში“ გაიმართა. ამ ფორმით მოქალაქეებმა ზუსტად 21:00 საათზე მადლიერება გამოხატეს სამედიცინო სფეროში დასაქმებულთა მიმართ. ტაშთან ერთად გაისმა საქართველოს ჰიმნიც, თუმცა ყველგან  არა... თბილისის ერთ-ერთ უბანში, მაშინ, როდესაც ხალხი მადლიერების ნიშნად ექიმებს ტაშს  უკრავდა, ერთ-ერთმა მოქალაქემ, ხუმრობის ნიშნად, "იუმორინას" მსახიობების ცნობილი წარდგენა ხმამაღლა ჩართო. ვიდეო ინტერნეტში George Darsadze-მ გაავრცელა, რასაც არაერთგვაროვანი  რეაქციები მოჰყვა. ამის შემდეგ ავტორმა განმარტება გააკეთა. "გამოხმაურებიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად ვთვლით გითხრათ, რომ ეს არის მართლა გულწრფელი და ექსპრომტული იუმორი. ჩვენთვისაც ისეთი ემოციური და საამაყო იყო მედპერსონალისადმი მიძღვნილი ტაში, როგორც თქვენთვის. უბრალოდ ამ ეტაპზე მთელი სამყარო სტრესის ქვეშაა და იმედი გვაქვს, ყველა ისე მიიღებთ ვიდეოს, როგორი მიზნითაც დავდეთ", - დაწერა მან.